Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში არალეგალურად მცხოვრები ავღანელი ლტოლვილების შვილებს სწავლის ნება დართეს


ირანის ხელისუფლებამ ნება დართო ამ ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ავღანელი ლტოლვილების შვილებს, ირანის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ისწავლონ. რადიო თავისუფლება ესაუბრა ავღანეთის წარმომადგენელს ირანში ამ თემაზე მოლაპარაკებაში, ჰაჯი მოჰამად მოჰაყიყს, რომელმაც თქვა, რომ ავღანელი იმიგრანტების შვილებს, რომლებსაც დღემდე არ აქვთ ირანში კანონიერი ცხოვრების უფლება, უფასოდ სწავლის ნება დაერთოთ. ირანში, მისი თქმით, მილიონამდე არალეგალური ავღანელი ლტოლვილია. ამდენივე ლტოლვილი ავღანეთიდან რეგისტრირებულია.

XS
SM
MD
LG