Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტროსთან საყდრისის თაობაზე საპროტესტო აქცია გაიმართა


კულტურის სამინისტროსთან დღეს გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც საყდრისს უძრავი ძეგლის სტატუსი კიდევ ერთხელ მოეხსნა და იქ სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. ამის თაობაზე იტყობინება გამოცემა Liberali.ge. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, სულხან სალაძემ რადიო თავისუფლებას უფრო ადრე უთხრა, რომ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა საფუძველი დაუდო სახელმწიფომ ამ საკითხებს, მაშინ, როცა ორი სასამართლო დავა არი მარტო დაკავშირებული ძეგლის დაცვის ბათილად ცნობასთან და იქ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებასთან. კომპანია „RMG ”-იმ გუშინ მოახდინა აფეთქება ისტორიულ საბადოს არაელში და განაახლა სამუშაოები. ფირმის სამართლებრივმა მრჩეველმა, არჩილ კბილაშვილმა განმარტა დღეს პრესკონფერენციაზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღება- დაშლა შესაძლებელია კულტურის სამინისტროსთან ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით, თუკი ობიექტი სრულად არის გათხრილი, შესწავლილი და ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად საკმარისი საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში ორივე წინაპირობა დაკმაყოფილებული იყო, თქვა,„RMG ”-ის სამართლებრივიმრჩეველმა არჩილ კბილაშვილმა. დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,ილიამ მეორემ, დაგმო საყრდრისის საბადოზე აფეთქება. „ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო, იტყობინება სააგენტო მედიანიუსი, რომლის თანახმად, პატრიარქმა თქვა: ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს".

XS
SM
MD
LG