Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი შეხვედრებს გამართავს ახლო აღმოსავლეთის საკითხზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 15 დეკემბერს რომში შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. კერი იტალიის დედაქალაქში ჩავიდა 14 დეკემბერს და სამ საათზე ხანგრძლივი შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. შეხვედრაზე იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, სირიასა და უკრაინის კრიზისზე. 15 დეკემბერს ჯონ კერი პარიზში გაემგზავრება და შეხვდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ფედერიკა მოგერინის, აგრეთვე - საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. სამი ქვეყანა ამზადებს გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეიცავს მოწოდებას მოლაპარაკებების განახლებისკენ. მოლაპარაკებების მიზანი კი ისრაელ-პალესტინის მიერ თანაცხოვრების გზის გამონახვაა.

XS
SM
MD
LG