Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ახალი კანონი ხელისუფლებას ნებისმიერი საინფორმაციო ვებსაიტის დახურვის საშუალებას აძლევს


ბელორუსიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ხელისუფლებას აძლევს ნებისმიერი საინფორმაციო ვებსაიტის დახურვის საშუალებას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ორ გაფრთხილებას მიიღებს გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსის შესახებ. ინფორმაციის მინისტრმა ლილია ანანიჩმა, რომელმაც შეიტანა პარლამენტში კანონი 17 დეკემბერს, განაცხადა, რომ ის 1 იანვრიდან შევა ძალაში. კანონი არ ითხოვს საინტერნეტო გამოცემათა ოფიციალურ რეგისტრაციას, მაგრამ მასში ნათქვამია, რომ ინფორმაციის სამინისტრო მოახდენს მათ მონიტორინგს, რათა „უზრუნველყოს, რომ ვებსაიტების მიერ გამოყენებული მასალები შესაბამისობაშია ბელორუსიის კანონებთან.“

XS
SM
MD
LG