Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ეკონომიკური გაჯანსაღება „გარდაუვალია“


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური პრობლემების „პროვოცირება“ დიდწილად გარეშე ფაქტორებმა მოახდინა, მათ შორის ნავთობის გლობალური ფასების კლებამ. ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკის გაჯანსაღება „გარდაუვალია“ და საამისოდ დაახლოებით ორი წელიწადი იქნება საჭირო. პუტინის თანახმად, ამ პერიოდში რუსეთი იმუშავებს თავისი ენერგეტიკაზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ერთმანეთთან „ადეკვატურად“ თანამშრომლობენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო სისწრაფით ვერ მოახდინეს რეაგირება ეკონომიკაზე გავლენის მქონე ფაქტორებზე.

XS
SM
MD
LG