Accessibility links

დონალდ ტუსკი ემხრობა რუსეთის მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას


19 დეკემბერს ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია, რომელიც არა თვეებზე, არამედ წლებზე იქნება გათვლილი. „უნდა გავცდეთ საპასუხო და თავდაცვით მიდგომას“, განაცხადა ტუსკმა და ევროკავშირის ლიდერებს „მკაცრი და პასუხისმგებლიანი“ სტრატეტიის შექმნისკენ მოუწოდა - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობისთვის და უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG