Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტრო: უკრაინაში ქართველი მეომრის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ ხელისუფლებას


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა ქართველი მეომრის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკრაინაში დაღუპვის გამო და მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა ნაციონალურ მოძრაობას. „გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას“ - ვკითხულობთ განცხადებაში. სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, „არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“ და აცხადებს, რომ გრიგოლაშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007-2008 წლებში მსახურობდა, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა. გავრცელებული ცნობებით, გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. ის უკრაინაში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა და სადაზვერვო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG