Accessibility links

პროკურატურის ზედამხედველობით დაიწყო ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება


ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის რიგითი ნიკოლოზ უგულავა, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, სამხედრო ნაწილის საგუშაგოზე იპოვნეს. მისი გარდაცვალების გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოთქვა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. 20 წლის ნიკოლოზ უგულავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა და სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულში.

XS
SM
MD
LG