Accessibility links

logo-print

ნაზარბაევი კომპრომისისაკენ მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა კომპრომისისაკენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ნაზარბაევი ამ მოწოდებით გამოვიდა 22 დეკემბერს კიევში უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ. ცნობების თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებს უკრაინისათვის ქვანახშირის მიწოდებას და ორმხრივი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების მექანიზმის განახლებას, ისევე როგორც მოლაპარაკებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობაზე. კიევისა და ასტანის შეთანხმებები მიჩნეულია მკაფიო სიგნალად მოსკოვის საყურადღებოდ, რომ ყაზახეთი უკმაყოფილოა რუსეთის მეზობლად კონფლიქტის არსებობით. ყაზახეთი შესულია საბაჟო კავშირში, რომელშიც რუსეთი დომინირებს და რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან გარდაიქმნება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირად. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აკრძალა დასავლეთიდან სურსათის დიდი ნაწილის იმპორტი, რითაც უპასუხა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სანქციებს, ვაჭრობის საკითხები დავას იწვევს ყაზახეთსა და რუსეთს შორის.

XS
SM
MD
LG