Accessibility links

სენტ ლუისში დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა


აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში პოლიციასა და ძალადობრივ დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც წუხელ თეთრკანიანმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა შავკანიანი თინეიჯერი ბიჭი. პოლიცია აცხადებს, რომ ოფიცერი თავს იცავდა მას შემდეგ, რაც 18 წლის ახალგაზრდამ მას იარაღი მიუშვირა. მოკლული ბიჭის დედა აცხადებს, რომ მის შვილს იარაღი არ ჰქონია. შეხლა-შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც 23 დეკემბერს მშვიდობიანად დაწყებული საპროტესტო გამოსვლები 24 დეკემბერს ძალადობრივ მღელვარებაში გადაიზარდა. 21 დეკემბერს ნიუ-იორკში ორი პოლიციელი მოკლა შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც მანამდე „ფეისბუქით“ დაწერა, რომ შურისძიებას გეგმავდა აშშ-ის რამდენიმე ქალაქში პოლიციელების მიერ მოკლული, უიარაღო შავკანიანი ადამიანების გამო.

XS
SM
MD
LG