Accessibility links

logo-print

მინსკში უკრაინის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა


მინსკში დასრულდა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რომელშიც უკრაინის, რუსეთისა დაეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა. მასში მონაწილეობდნენ ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხაილ ზურაბოვი. შეხვედრას ესწრებოდნენ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები - დენის პუშილინი და ვლადისლავ დეინეგო. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე უნდა ემსჯელათ მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე, მძიმე ტექნიკის გაყვანაზე, ტყვეთა გაცვლაზე პრინციპით - ყველა ყველაზე, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ტვირთების შეშვებაზე. ამას გარდა, პუშილინმა და დეინეგომ განაცხადეს, რომ აპირებდნენ დონბასისთვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნისა და რეგიონის საგანგებო სტატუსის შესახებ. ბელორუსიის დედაქალაქში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა 26 დეკემბერს.

XS
SM
MD
LG