Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებას ემსხვერპლა 43 მეომარი


ერაყში აფეთქების შედეგად დაიღუპა სამთავრობო ძალების მხარდამჭერი ფორმირების 43 მეომარი. დაჭრილია 60-ზე მეტი ადამიანი. აფეთქება მოხდა ბაღდადის სამხრეთით, ქალაქ მადაინში მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე, სადაც ფორმირების ჯარისკაცები ანაზღაურების მისაღებად შეიკრიბნენ. ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

XS
SM
MD
LG