Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ყავს


საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. იგი თანამდებობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ რამდენიმე წუთის წინ, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინა. ცხადაძე ამ თანამდებობაზე მუშაობას 2015 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ცხადაძე ამჟამად წვრთნის ბაქოს "ინტერს". ფეხბურთის ფედერაციისა და ინტერის" შეთანხმებით, კახა ცხადაძე ორივე გუნდში ერთდროულად იმუშავებს. ბოლოს საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

XS
SM
MD
LG