Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება სახიფათოა ევროპისათვის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევის ნატოში გაწევრიანების სურვილს დასავლეთის ქვეყნები უკრაინასა და რუსეთს შორის კონფრონტაციის გასაღვივებლად იყენებენ. ამის თაობაზე სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეა სახიფათოა არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისათვის, რომელსაც ამ საკითხში განსხავებული დამოკიდებულება აქვთ, - არამედ თავად ევროპის უსაფრთხოებს სისტემისთვისაც. გასულ კვირაში უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც გაუქმდა ქვეყნის ბლოკს გარეშე სტატუსი, რაც ძალაში ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შემდეგ შევიდა.

XS
SM
MD
LG