Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის განცხადებით სეპარატისტები ტყვეების გაცვლას დათანხმდნენ


კიევმა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებმა პრორუსმა სეპარატისტებმა ტყვეთა გაცვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს პრინციპით „ყველა-ყველაზე“. უკრაინის მხარე მზად არის გაათავისუფლოს 225 სეპარატისტი მებრძოლი, 150 უკრაინელი ჯარისკაცების სანაცვლოდ, რომლებიც მეამბოხეთა ტყვეობაში იმყოფებიან. ტყვეთა გაცვლა არის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, რითაც დასრულდა 24 დეკემბერს მინსკში საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მინსკში დღეს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG