Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: დასაწყებია კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით მთავრობასთან და პარლამენტთან კონსულტაციები დაიწყოს. მისივე განმარტებით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეუთანხმებლად წარდგენილი კანდიდატი, პარლამენტმა ჩააგდოს. "ეს ჩემთვის იქნება ძალიან სამწუხარო, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უმოკლეს ვადებში დავსხდებით კონსულტაციების მაგიდასთან და ერთმანეთისთვის მისაღებ კანდიდატურაზე ჩამოვყალიბდებით", - აღნიშნა წულუკიანმა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილის მომავალი წელის თებერვალში ეწურება თანამდებობაზე ყოფნის ვადა.

XS
SM
MD
LG