Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევსა და სეპარატისტებს შორის ტყვეთა გაცვლა 27 დეკემბერს განახლდა


მინსკში მიღწეული შეთანხმების თანახმად, უკრაინის ხელისუფლება და პრორუსულად განწყობილი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების წარმომადგენლებს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი 27 დეკემბერს განახლდა. უკრაინული მედიის თანახმად სეპარატისტებმა 150-იდან 146 უკრაინელი სამხედრო გაანთავისუფლეს ტყვეობიდან. პასუხად უკრაინის ხელისუფლებას უნდა გაენთავისუფლება ტყვეობაში მყოფი 220 პრორუსულად განწყობილი მეამბოხე. კიევი აცხადებს, რომ სეპარატისტების ტყვეობაში გაცვლის შემდეგაც დაახლოებით 500-მდე უკრაინელი ჯარისკაცი უნდა რჩებოდეს. სეპარატისტთა ტყვეობიდან განთავისუფლებულ უკრანელ სამხედროებს ერთ-ერთ საავიაციო ბაზაზე უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და უთხრა, რომ „გული სიხარულით აქვს სავსე, რომ ისინი ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდებიან.“

XS
SM
MD
LG