Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო აღმოსავლეთ უკრაინაში მონიტორების რიცხვის გაზრდას გეგმავს


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია თვის ბოლოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად კვლავ გრძელდება საბრძოლო შეტაკებები უკრაინის არმიასა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების უკანონო შეიარღებულ ფორმირებებს შორის. აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ რჩება მძიმე საბრძოლო ტექნიკა, რომელიც მინსკის შეთანხმების თანახმად რუსეთის გასულ წლის დეკემბერში უნდა გაეტანათ. ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის მაიკლ ბოციურკივის თქმით, მონიტორების რაოდენობა 250-დან 500-მდე გაიზრდება.

XS
SM
MD
LG