Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში იმართება ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინის შესახებ


დღეს ბერლინში იმართება ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისაკენ წინსვლის მისაღწევად. მოლაპარაკებაში მონაწილეობენ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. უკრაინის წარმომადგენელია საგარეო უწყების პოლიტიკისა და კომუნიკაციის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოლექსი მაკეევი. მან 4 იანვარს ბერლინში განაცხადა, რომ მოლაპარაკების მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ გეგმას მინსკის სამშვიდობო შეთანხმების განსახორციელებლად. ბერლინის შეხვედრაზე იმედოვნებენ, რომ საკმარის წინსვლას მიაღწევენ საიმისოდ, რომ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები უფრო მაღალ დონეზე შეიკრიბონ ახლო მომავალში.

XS
SM
MD
LG