Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა სომეხ ხალხს


სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. „ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ ვქმნიდით საკუთარ ისტორიას, ვამყარებდით ურთიერთპატივისცემას, ძმობას, სიყვარულს და მჯერა, სწორედ ამ გზით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას", - ნათქვამია საქართველის პრემიერ-მინისტრის მიმართვაში. სომეხ თანამოქალაქეებს შობის და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. „სომეხთა და ქართველთა ძმობა ათასწლეულებს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში თქვენ ქართველებთან და ამ მიწაზე მცხოვრებ სხვა ხალხთან ერთად იღწვით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისა და განვითარებისათვის“, -ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში. სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

XS
SM
MD
LG