Accessibility links

logo-print

ფიფა-ს იორდანელი ვიცე-პრეზიდენტი აპირებს ბლატერთან პრეზიდენტობისთვის ბრძოლას


ფიფა-ს (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის) ვიცე-პრეზიდენტი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი აპირებს კონკურენცია გაუწიოს ფიფა-ს ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ზეპ ბლატერს პრეზიდენტის წლევანდელ არჩევნებზე. 39 წლის იორდანელმა პრინცმა 6 იანვარს გამოაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს 29 მაისის კენჭისყრისთვის. ზეპ ბლატერის 17-წლიანი მმართველობისას, ფიფასთვის არაერთხელ წაუყენებიათ კორუფციის ბრალდებები. 79 წლის ბლატერი მაინც აპირებს პრეზიდენტად უკვე მეხუთე ვადით დასარჩენად ბრძოლას.

XS
SM
MD
LG