Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლების წევრები საშაობაო ლიტურგიას დაესწრნენ


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. პრეზიდენტისგან განსხვავებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ერთად დაესწრნენ. მთავრობის წევრებმა მოისმინეს საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, რომელშიც ოჯახის მნიშვნელობაზე, ქალებზე ძალადობისა და სუიციდების მომრავლებაზეა საუბარი.

XS
SM
MD
LG