Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პროევროპულმა პარტიებმა განაახლეს კონსულტაციები მთავრობის ფორმირებაზე


მოლდავეთში გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული სამი პროევროპული პარტიის ლიდერებმა განაახლეს კონსულტაციები მთავრობის ფორმირების თაობაზე. ლიბერალ-დემოკრატიულ, დემოკრატიულ და ლიბერალურ პარტიებს 30 ნოემბრის არჩევნების შედეგად ჯამში 45 პროცენტი ერგოთ, რაც მათ ქვეყნის 101 ადგილიან პარლამენტში 54-ს მანდატს აძლევს. მაგრამ წარსულში მათ შორის არსებული დაპირისპირების გამო, კონსულტაციები სირთულეს აწყდება. ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ 6 იანვარს პროევროპული პარტიის ლიდერებმა მედიასთან საუბარში იმედი გამოთქვეს, რომ მომდევნო სესიამდე შეძლებენ შეთანხმებას მთავრობის შემადგენლობის თაობაზე. მოლდავეთის ორმა პრორუსულმა, სოციალისტურმა და კომუნისტურმა პარტიებმა, ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ჯამში 38,8 პროცენტი მიიღეს, რაც მმართველი კოალიციის ფორმირებისათვის საკმარისი არ არის.

XS
SM
MD
LG