Accessibility links

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკება მომდევნო კვირაში გაიმართება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 8 იანვარს გავრცელებული ცნობის თანახმად, ვაშინგტონსა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები მომდევნოს კვირას ჟენევაში გაიმართება. 15-17 იანვრის მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქალი, ვენდი შერმანი უხელმძღვანელებს. მანამდე ირანისა და „ექვსეულის“ (დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, ჩინეთის, გერმანიისა და რუსეთის) წარმომადგენლებმა ორჯერ დათქმულ ვადაში ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევას ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ ირანმა, რომელიც მათი აზრით ატომური იარაღის შექმნას ცდილობს, შეამციროს ბირთვული პროგრამა ეკონომიკური სანქციების შერბილების სანაცლოდ.

XS
SM
MD
LG