Accessibility links

logo-print

სტამბოლში გააუვნებელყვეს სავაჭრო ცენტრში ნაპოვნი ბომბი


შაბათს სტამბოლში პოლიციამ გააუვნებელყო ბომბი, რომელიც სავაჭრო ცენტრში იპოვეს. როგორც ფრანს-პრესი იტყობინება, თვითნაკეთი მოწყობილობა აღმოაჩინეს საეჭვო შეკვრაში, რომელიც მაღაზიის წინ იყო დატოვებული ქალაქის დასავლეთ ნაწილში. სტამბოლში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია შენარჩუნებული სამშაბათს ყველაზე უფრო ტურისტულ რაიონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ. თვითმკვლელი ქალის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. როგორც „ჰურიეთი“ იტყობინება, დაღუპული თვითმკვლელი რუსეთის მოქალაქე დიანა რამაზოვა იყო.

XS
SM
MD
LG