Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში მილიონზე მეტ ადამიანს მოელიან სოლიდარობის აქციაზე


პარიზში მილიონზე მეტ ადამიანს, მათ შორის ათობით ქვეყნის ლიდერებს მოელიან აქციაზე, რომელზეც პატივს მიაგებენ ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის განცხადებით, ხალხი შეიკრიბება „თავისუფლების სიყვარულის“ საჩვენებლად მას შემდეგ, რაც პარიზში რადიკალი ისლამისტების თავდასხმებმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე - მათ შორის იყვნენ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს“ თანამშრომლები, პოლიციელი ქალი და ქოშერულ სუპერმარკეტში მყოფი პირები. აქციაზე შეკრებილები მონაწილეობას მიიღებენ სვლაში, რომელიც პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება ადგილობრივი დროით 15 საათზე (თბილისში 18 საათზე). უსაფრთხოებაზე ზრუნავს ათასობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე. პარიზში აქციის მონაწილეებს შორის იქნებიან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიანიმ ნეტანიაჰუ, პალესტინელების ლიდერი მაჰმუდ აბასი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები. 10 იანვარს 700 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებში.

XS
SM
MD
LG