Accessibility links

logo-print

გერმანიაში დააკავეს გაზეთის რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი


გერმანიაში პოლიციამ დააკავა ორი პირი, ეჭვმიტანილი 11 იანვარს გაზეთ „ჰამბურგერ მორგენპოსტზე“ თავდასხმაში - რედაქციის დაწვის მცდელობაში. ამ გაზეთმა გადაბეჭდა სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებული კარიკატურები. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა კაცი დააკავეს იმ შენობის მახლობლად, რომელშიც „ჰამბურგერ მორგენპოსტის“ რედაქცია არის განთავსებული. ეჭვმიტანილების შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა. „ჰამბურგერ მორგენპოსტის“ ინფორმაციით, ღამით მოწყობილი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ განადგურდა არქივის ნაწილი. როგორც იუწყებიან ხანძარი მალე ჩააქრეს. შენობაში ნაპოვნია რამდენიმე ქვა და ალებადი ყუმბარა. ამასობაში, დაცვა გაძლიერდა გერმანიის სხვა გამოცემებთან, რომლებმაც ასევე გადაბეჭდეს „შარლი ებდოს“ კარიკატურები მას შემდეგ, რაც ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა 7 იანვარს 12 ადამიანი მოკლეს „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმისას. თავდასხმის მონაწილეები იძახდნენ, რომ შური იძიეს წინასწარმეტყველ მუჰამედისთვის, რომელიც იყო გამოსახული "შარლი ებდოს" კარიკატურებზე.

XS
SM
MD
LG