Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რუსი საოპერო მომღერალი, ელენა ობრაზცოვა


გარდაიცვალა გამოჩენილი რუსი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ელენა ობრაზცოვა. მისი სახელობის ფონდი იუწყება, რომ მომღერალი 12 იანვარს გულის შეტევით გარდაიცვალა გერმანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ელენა ობრაზცოვა 75 წლის იყო. 1963 წელს მოსკოვის დიდ თეატრში დებიუტის შემდეგ, მას მსოფლიოს მრავალ წამყვან სცენაზე აქვს მოპოვებული წარმატებები მუსორგსკის, ვერდის, ბიზეს, სენ-სანსის ოპერებში შესრულებული პარტიებით. 1976 წელს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ოპერაში მის დებიუტს (ჯუზეპე ვერდის „აიდაში") 15-წუთიანი ოვაციები მოჰყვა. ობრაზცოვას 15 იანვარს დაკრძალავენ მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

XS
SM
MD
LG