Accessibility links

logo-print

თავდასხმის შემდეგ „შარლი ებდოს“ ყდაზე კვლავ წინასწარმეტყველი მუჰამედია გამოსახული


ისლამისტების მიერ მათ რედაქციაზე მოწყობილი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ გამოსული სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ პირველი ნომრის ყდაზე წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურაა გამოსახული. ნახატზე მუჰამედს სახეზე ცრემლი ჩამოსდის და ხელში უჭირავს აბრა „მე ვარ შარლი.“ კარიკატურის ჰედლაინი ამბობს „ყველაფერი ნაპატიებია.“ ჟურნალმა გამოაცხადა, რომ ამ კვირის ნომრის ტირაჟი სამი მილიონი იქნება, ნაცვლად მათთვის ჩვეული 60,000-სა და ამ ნომერს რამდენიმე ენაზე გადათარგმნიან. ჟურნალის ადვოკატმა, რიჩარდ მალკამ საფრანგეთის რადიოსადგურს ინტერვიუში უთხრა, რომ ნომერი „რასაკვირველია“ იქილიკებს მუჰამედზე, სხვა ფიგურებთან ერთად, რათა აჩვენოს, რომ ჟურნალისტები „არაფერს დაუთმობენ“ ექსტრემისტებს, რომლებსაც მათი გაჩუმება სურთ. შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალის პარიზის ოფისზე იერიში 7 იანვარს მიიტანეს და 12 ადამიანი იმსხვერპლეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს იყო შურისძიება წინასწარმეტყველისთვის - რაც, როგორც ჩანს, გულისხმობდა ჟურნალის მიერ წარსულში დაბეჭდილ მუჰამედის კარიკატურებს.

XS
SM
MD
LG