Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრებენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი 14 იანვარს შეხვედრას გამართავენ და განიხილავენ თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს. შეხვედრა ჟენევაშია დაგეგმილი, სადაც შედგება მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის. მოლაპარაკებების მიზანია გზების გამონახვა თეირანის ბირთვული მისწრაფებების გამო 12 წლის განმავლობაში არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით. ზარიფი აცხადებს, რომ კერისთან შეხვედრაზე შეეცდება „დააჩქაროს“ მოლაპარაკებების შედეგი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ახლახან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მუშაობს შეთანხმებაზე, რომელიც ირანს არ მისცემს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას. 2013 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა მიაღწიეს ირანთან წინასწარ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბირთვული სამუშაოების შეჩერებას, ზოგიერთი ეკონომიკური სანქციის შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG