Accessibility links

logo-print

ჯონ კერი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც პარიზში სოლიდარობის გამოსახატავად ჩავიდა, 16 იანვარს პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „იზიარებს საფრანგეთის ტკივილს“. 7-9 იანვარს ისლამისტი ექსტრემისტების მიერ პარიზში მოწყობილ ტერაქტებს 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას ოლანდმა აღნიშნა, რომ საფრანგეთმა და აშშ-მა ერთად უნდა იმოქმედონ ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG