Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება შეიძლება დავოსშიც გაგრძელდეს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის თქმით, თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება შეიძლება გაგრძელდეს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ამ კვირაში. ზარიფის თქმით, ის შეიძლება შეხვდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის დამოლაპარაკების მონაწილე სხვა ქვეყნების მინისტრებს. ბირთვული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ირანს, აშშ-ის, რუსეთს, ჩინეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის 18 იანვარს დასრულდა ჟენევაში. მასზე შეზღუდული “წინსვლა" აღინიშნა. პოლიტიკური შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მარტში უნდა შედგეს, ხოლო დეტალური შეთანხმება ივნისის 30-ისთვის.

XS
SM
MD
LG