Accessibility links

logo-print

ბადაშვილი „ნომერ პირველ პრიორიტეტს“ უწოდებს ვაზაგაშვილების საქმეებზე დამნაშავეთა გამოვლენას


საქართველოს მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის განცხადებით, პროკურატურის "ნომერი პირველი პრიორიტეტია" ზურაბ და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეთა გამოვლენა. ბადაშვილმა ეს განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრაზე. ბადაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ ვაზაგაშვილების საქმეების გამოსაძიებლად მობილიზებულია ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემა. იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს დაიღუპა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის, ზურაბის საფლავთან მომხდარი აფეთქებისას. ზურაბი 2006 წელს, თბილისში მოკლეს სამართალდამცველებმა. იური ვაზაგაშვილი კატეგორიულად უარყოფდა მაშინდელი გამოძიების დასკვნას, რომ სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ. ის დარწმუნებული იყო შვილის უდანაშაულობაში და საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ხელახლა გამოძიებას.

XS
SM
MD
LG