Accessibility links

logo-print

მხარეები შეთანხმდნენ უკრაინის აღმოსავლეთში მძიმე შეიარაღების დაშორიშორებაზე


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისზე ბერლინში გამართული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირების არეალიდან მძიმე შეიარაღების გატანაზე. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეს განაცხადა 21 იანვარს, ბერლინში რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. შტაინმაიერის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრო-რუსულად განწყობილი მეომრები და კიევის ძალები მძიმე შეიარაღებას გაიტანენ სადემარკაციო ხაზიდან 15 კილომეტრის დაშორებით. სადემარკაციო ხაზი გასული წლის მინსკის შეთანხმებით განისაზღვრა. შტაინმაიერმა განაცხადა, რომ 21 იანვრის შეთანხმება პროგრესის მაჩვენებელია, თუმცა, არ არის „გარღვევა“ აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზაზე.

XS
SM
MD
LG