Accessibility links

logo-print

დონეცკში სეპარატისტებმა დატყვევებული ჯარისკაცები მიიყვანეს აფეთქების ადგილზე


პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა 22 იანვარს ტყვედ ჩაგდებული უკრაინელი სამხედროები მიიყვანეს დონეცკის უბანში, სადაც დღეს მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა სულ მცირე შვიდი სამოქალაქო პირი. გავრცელებული ცნობებით, ადგილობრივი მოსახლეები ტყვეებს შუშის ნამსხვრევებს ესროდნენ და აგინებდნენ. გაჩერებაზე, სადაც ტროლეიბუსი აფეთდა, ტყვეები დააჩოქეს. ეუთოს დამკვირვებლებმა, რომლებმაც აფეთქების ადგილი მოინახულეს, განაცხადეს, რომ შვიდი გვამი ნახეს. სეპარატისტები და სამედიცინო პერსონალი აცხადებენ, რომ დაიღუპა 13 ადამიანი. აფეთქების თაობაზე მოსკოვი და კიევი ერთმანეთს უყენებენ ბრალდებებს. რუსეთი და სეპარატისტთა ძალები აცხადებენ, რომ აფეთქება ნაღმმა, ან საარტილერიო ჭურვმა გამოიწვია. კიევი აცხადებს, რომ სეპარატისტებმა 21 იანვარს ტყვედ აიყვანეს 16 დაჭრილი უკრაინელი სამხედრო, მაშინ, როცა სამთავრობო ძალები გავიდნენ დონეცკის აეროპორტის ტერმინალების შენობიდან. აეროპორტთან ბრძოლა 22 იანვარსაც გაგრძელდა, კიევი აცხადებს, რომ მისი ძალები აეროპორტს ნაწილობრივ კვლავაც აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG