Accessibility links

logo-print

რუსეთის პატრიარქი გამოდის აბორტის შეზღუდვის მოწოდებით


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა პარლამენტის წინ თავისი პირველი ისტორიული გამოსვლა გამოიყენა აბორტის შეზღუდვის მოწოდებით გამოსვლისთვის და ქვეყანას მიმართა თხოვნით გაიზიაროს კონსერვატორული ღირებულებები. სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, პატრიარქმა კირილემ ქვეყანაში აბორტების რაოდენობას უწოდა „შემაძრწუნებლად მაღალი“ და განაცხადა, ეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი უბედურებააო. მან პარლამენტარებს მოუწოდა აკრძალონ უფასო, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი აბორტები და განაცხადა, აბორტთა რაოდენობის განახევრება „მდგრად და ძლიერ დემოგრაფიულ ზრდას“ მოიტანსო. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს - წარსულში საბჭოთა კაგებეს ოფიცერს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მორალურ ავტორიტეტად აცხადებს - ნათქვამი აქვს, რომ დემოგრაფიული კლების შეჩერება და შემობრუნება მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კირილემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დანერგოს კონსერვატორული რელიგიური ღირებულებები, იმ ფონზე, როცა გავრცელებულია „პოსტ-ქრისტიანული“ და „პოსტ-რელიგიური“ მსოფლმხედველობა, რომელიც, მისი თქმით, მორალს უთხრის ძირს.

XS
SM
MD
LG