Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეგრაფი: ამერიკის დაზვერვა ლიტვინენკოს მკვლელობას კრემლთან აკავშირებს


ბრიტანეთის პრესის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გადაიტაცა მიწერ-მოწერა რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდერ ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილებს შორის და წარმოადგინა ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთის მთავრობას კავშირი აქვს მკვლელობასთან. ამის თაობაზე იტყობინება გაზეთი ტელეგრაფი. გაზეთის თანახმად, არსებული საბუთი წარედგინა ბრიტანეთის ხელისუფლებას, მაგრამ მათი აღიარება არ შეუძლია ბრიტანეთის სასამართლოს. ლიტვინენკოს ქვრივმა, მარიამ, მიმართა ამერიკის უშიშროების უწყებას თხოვნის, გამოაქვეყნოს მიმოწერის შინაარსი და აღნიშნა, რომ ეს დასტური უნდა გადაეცეს მოსამართლე რობერტს ოუენს, რომელიც სასამართლო მოსმენებზე ლიტვინენკოს სიკვდილის შესახებ თავმჯდომარეობას გაუწევს სხდომას. ლიტვინენკო ლონდონში 2005 წელს მოკვდა რადიოაქტიური პოლონიუმით.

XS
SM
MD
LG