Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში გაიმართა ცერემონია ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად


პოლონეთში, ოსვენციმის ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გაიმართა ცერემონია ბანაკში მყოფთა გათავისუფლების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად. ცერემონიაზე შეიკრიბნენ ოსვენციმში გადარჩენილები - რამდენიმე ასეული ადამიანი - და მრავალი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები. ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, გერმანიის პარლამენტს მიმართა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა: „ჰოლოკოსტი ეკუთვნის ამ ქვეყნის ისტორიას და რჩება რაღაც განსაკუთრებულად აქ, გერმანიაში, სადაც ყოველ დღე ჩავუვლით ხოლმე სახლებს, საიდანაც ებრაელთა დეპორტაცია ხდებოდა. აქ, გერმანიაში, სადაც განადგურება დაიგეგმა და ორგანიზებულ იქნა - აქ წარსულის საშინელება უფრო ახლოა და აწმყოსა და მომავლისთვის უფრო დიდი და მოვალეობების შემცველი, ვიდრე სხვაგან“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. 27 იანვარს აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეც. ოსვენციმი აღიარებულია ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი გენოციდის ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სიმბოლოდ. მარტო ამ საკონცენტრაციო ბანაკში გაანადგურეს 1,5 მილიონამდე ადამიანი, უმეტესწილად ებრაელები.

XS
SM
MD
LG