Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და მერკელმა უკრაინაზე იმსჯელეს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 27 იანვრის სატელეფონო საუბრისას იმსჯელეს უკრაინის აღმოსავლეთში „ძალადობის მნიშვნელოვან ზრდაზე“. თეთრი სახლის ინფორმაციით, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ საჭიროა რუსეთს პასუხი აგებინონ სეპარატისტების მხარდაჭერისა და მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობისთვის. ობამამ და მერკელმა იმსჯელეს უკრაინისთვის „მძლავრი ფინანსური დახმარების პაკეტის“ დასრულების მნიშვნელობაზე.

XS
SM
MD
LG