Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის პარტია 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას


რუსეთის ოპოზიციური „პროგრესის პარტია“ მიზნად ისახავს მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამის თაობაზე 1 თებერვალს პარტიის ყრილობაზე მისმა ლიდერმა, ცნობილმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, საჭიროა საპროტესტო აქციების ორგანიზება, რათა „პროგრესის პარტიას“, რომელიც ოფიციალურად 2014 წლის 25 თებერვალს დარეგისტრირდა, აღუდგეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაზეც პარტიას ბოლოს მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ, 28 იანვარს უთხრა უარი.

XS
SM
MD
LG