Accessibility links

logo-print

ბრიუსელში მიმდინარეობს ნატოს მინისტერიალი


5 თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს „მზადყოფნის სამოქმედო გეგმის“ განხორციელებისთვის. ალიანსის წევრები გეგმის თაობაზე შეთანხმდნენ შარშან, უელსის სამიტზე. მინისტრები გადაწყვეტენ, რა ზომისა და შემადგენლობის უნდა იყოს სწრაფი რეაგირების ახალი ძალები, რომელიც ალიანსს საშუალებას მისცემს, უპასუხოს გამოწვევებს და საფრთხეებს რუსეთიდან და გაუმკლავდეს სამხრეთ მეზობლებისგან, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე ხიფათს. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა უელსის სამიტის შემდეგ, როცა ნატოს თავდაცვის მინისტრები შეაფასებენ წინსვლას და იმსჯელებენ 2016 წლის ვარშავის სამიტზე.

XS
SM
MD
LG