Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგმა ილაპარაკა ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებაზე


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, არის რუსეთის „აგრესიულ ქმედებებზე“ „თავდაცვითი“ პასუხი. სტოლტენბერგმა მოუწოდა მოსკოვს გამოიყენოს „მთელი ზეგავლენა“ სეპარატისტებზე აღმოსავლეთ უკრაინაში, რომ მათ შეასრულონ გასული წლის სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. სტოლტენბერგმა ილაპარაკა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე. 5 თებერვლის მინისტერიალზე თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა უნდა იმსჯელონ მცირე სარდლობის ცენტრების ქსელის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე სწრაფად რეაგირებას. სტოლტენბერგმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნატო-რუსეთს შორის არსებული „ყველა პრაქტიკული თანამშრომლობა“ კვლავაც შეჩერებულია და 6-8 იანვრის მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა იქნება რუსეთთან „დიალოგის არხების“ შენარჩუნების მცდელობის ნაწილი.

XS
SM
MD
LG