Accessibility links

ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი შეხვდნენ ვლადიმირ პუტინს


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი 6 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. ეს შეხვედრა იყო ნაწილი დიპლომატიური მცდელობისა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის მიზნით. მერკელმა და ოლანდმა პუტინს წარუდგინეს ახალი წინადადება, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის დასრულებას. კონფლიქტი მიმდინარეობს მთავრობის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში და მას აპრილის შემდეგ შეეწირა 5,350-ზე მეტი ადამიანი. უკრაინის კონფლიქტმა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა ცივი ომის შემდეგ უპრეცედენტო დონეზე ასწია. პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, სამი ლიდერი ერთმანეთს პირისპირ შეხვდა კრემლში და მათ მოლაპარაკებას არ დასწრებიან დელეგაციის სხვა წევრები ან ოფიციალური პირები. მერკელის და ოლანდის წინადადების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კიევში 5 თებერვალს მერკელთან და ოლანდთან შეხვედრამ გააჩინა „ზავის იმედი“.

XS
SM
MD
LG