Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უერთდება "შემოქმედებით ევროპას"


საქართველო უერთდება ევროკავშირის პროგრამას სახელწოდებით Creative Europe, (შემოქმედებითი ევროპა). როგორც საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამის დოკუმენტს 24 თებერვალს ბრიუსელში გააფორმებენ. გიორგაძის თქმით, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, ვინც „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი გახდება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი 1,5 მილიარდი ევროა, საქართველოს ხელს შეუწყობს, დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას კულტურის სფეროში. გიორგაძის განმარტებით, ახალი პროგრამის ფარგლებში ქართული კულტურის მუშაკებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ პროექტების და მიიღონ დაფინანსება.

XS
SM
MD
LG