Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში რჩება თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა. დაცვის მხარე მის გათავისუფლებას ითხოვდა, 20,000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების საფუძველზე. მოსამართლის განცხადებით, ძალაში რჩება საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ან მტკიცებულებებს გაანადგურებს. გიგი უგულავას ბრალი 30 ივნისს წაუყენეს. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მისცა პასუხისგებაში, "სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის" ბრალდებით.

XS
SM
MD
LG