Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს სავარაუდოდ 26 თებერვალს შეხვდებიან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში შესაძლოა, 26 თებერვალს შედგეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. კარასინსა და აბაშიძეს შორის პირველი შეხვედრა 2012 წლის დეკემბერში ჟენევაში შედგა. 2013-2014 წლებში კი მხარეებმა პრაღაში 7 დისკუსია გამართეს. შეხვედრების ფორმატის მიხედვით განიხილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები.

XS
SM
MD
LG