Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა მკვეთრად გააუფასურა ვალუტა ნავთობის ფასის დაცემის ფონზე


აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მკვეთრად გააუფასურა ქვეყნის ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით. მანათი გაუფასურდა აშშ-ის დოლართან მიმართებით 33,5 პროცენტით, ხოლო ევროსთან - 30 პროცენტით. ბანკის თანახმად, აქტის მიზანია აზერბაიჯანის ეკონომიკის დივერსიფიკაციის წახალისება, ამ ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ნდობის და მისი საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება, ასევე, გადახდის ბალანსის სტაბილურობის უზრუნველყოფა. აზერბაიჯანს დარტყმა მიაყენა ნავთობის ფასის შემცირებამ.

XS
SM
MD
LG