Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი სესხის მიღებისთვის რეფორმების გეგმას ადგენს


ბერძენი ოფიციალური პირები ადგენენ რეფორმების სიას, რომლითაც უნდა წარდგნენ ევროკავშირის წინაშე, რათა მიიღონ საერთაშორისო დახმარების პროგრამა. ათენმა ეს გეგმა 23 თებერვალს უნდა წარადგინოს. ევროზონის და საბერძნეთის საფინანსო უწყებების ხელძღვანელები შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის დახმარების პროგრამის ოთხი თვით გახანგძლივებაზე. შეთანხმებით, მომავალ ოთ თვეში საბერძნეთის ევროკავშირისგან სესხს აიღებს. ათენი ცდილობდა ადრე ექვსთვიან შეღავათს ვალების გადახდის მხრივ. ევროპელმა პარტნიორებმა მოახერხეს საბერძნეთის დაყოლიება, გაატაროს სტრუქტურული რეფორმები. ადრე პრემიერი ალექსის ციპრასი აცხადებდა, რომ ვალებს ჩამოწერას შეეცდებოდა. ევროჯგუფის თავმჯდომარემ, იერუნ დაიზელბლუმმა განაცხაა, რომ საბერძნეთმა დადო პირობა, რომ ვალების გადახდის საქმეში ვალდებულებებს შესარულებს.

XS
SM
MD
LG