Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა სულეიმან შაჰის აკლდამის ევაკუაცია მოახდინა სირიაში


ასეულობით თურქი სამხედრო მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელიც თურქეთის არმიამ განახორციელა მეზობელ სირიაში, ქალაქ ქობანიდან ოსმალეთის იმპერიის პერიოდის აკლდამის და მისი გუშაგების ევაკუაციის მიზნით. პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ოპერაცია ერთობ წარმატებული იყო. „თურქეთის ჯარი შევიდა ასი მანქანით, 39 ტანკით და 57 ჯავშანმანქანით, 572 ჯარისკაცით. სამ საათზე ჩვენმა ჯარმა მიაღწია სულეიმან შაჰის აკლდამის გარეთა საგუშაგოს. მათ თავიანთი საქმე დაასრულეს, ჩატარდა რელიგიურ წესი ნეშთის გადმოსასვენებლად, “ განაცხადა თურქეთის პრემიერმა. დავუთოღლუს თქმით, თურქეთს არ მიუღია დახმარება ან უფლება ექსტრემისტულ გაერთიანება ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლი კოალიციისგან, მაგრამ მოკავშირეებს ინფორმაცია მიაწოდა. სირიამ დაგმო, როგორც მან უწოდა, თურქეთის აშკარა აგრესია. მთავრობის სატელევიზიო განცხადებაში ნათქვამია, რომ ანკარამ ამცნო სტამბოლში სირიის საკონსულოს ოპერაციის შესახებ, მაგრამ არ დაელოდა სირიის თანხმობას. ოპერაციის დროს მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. სულეიმანის, რომელიც თურქეთის მიერ მიიჩნევ აოსმალეთის იმპერიის დამაარსებლის პაპად, აკლდამა, წმინდა ადგილია თურქეთისთვის. 1923 წელს თურქეთმა უფლება მიიღო იქ თურქეთის დროშა აღემართა და გუშაგები განეთავსებინა. ახლა, ისლამურ სახელწიფოს ექსტრემისტულ გაერთიანებასთან ბრძოლის გამო, ნეშტის ევაკუაცია მოხდა,მაგრამ მოგვიანებით მას უკან დააბრუნებენ. ქალაქი ქობანი აშშ-ის ავიაციის სამიზნე იყო, როცა ქურთი მებრძოლები ისლამურ სახელმწიფოს უპირისპირდებოდნენ.

XS
SM
MD
LG