Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა დატოვეს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები


საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს. თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა. ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" კიდევ ერთი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გასულ კვირაში გადააყენეს. ზურაბ აბაშიძე თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. აბაშიძე ვიცე-სპიკერის პოსტზე გუბაზ სანიკიძემ შეცვალა.

XS
SM
MD
LG